ირაკლი კობახიძე - ხაზარაძე-ჯაფარიძემ ქართულ სახელმწიფოსთან დავა წააგეს, ნებისმიერი მათი მცდელობა, რომ მარცხი გადაფარონ, არის უსუსური და განწირულია წარუმატებლობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დუმილი არის მცდელობა, რომ ეს გადაწყვეტილება გადაფარონ.

როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხაზარაძე-ჯაფარიძემ საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე შეიტანეს და ეს დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან.

„უსუსური მცდელობაა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება გადაფარონ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ისინი ვერანაირად ვერ გადაფარავენ. მათ შეიტანეს შესაბამისი საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე და ეს დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან, ამის მერე ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს მარცხი გადაფარონ არის უსუსური და განწირულია წარუმატებლობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება