გიორგი ვაშაძე - ყველას უნდა, რომ საქართველომ ჭაობი დატოვოს უკან და წავიდეს წინ, მომავლისკენ - ეს გუნდი ვართ ჩვენ, მიშა სააკაშვილთან ერთად, ეს გუნდი ეიმედება საქართველოს

ყველას უნდა, რომ საქართველომ ჭაობი დატოვოს უკან და წავიდეს წინ, მომავლისკენ, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ - ერთმა ლიდერმა, სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ მოქალაქეებს შუამთობა მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს ყველას უნდა ერთიანობა, ყველას უნდა განვითარება.

“შუამთობას ვულოცავ ადგილობრივებს, აჭარას, მთლიანად საქართველოს. ძალიან მაგარი დღესასწაულია და უფრო მაგარია განწყობა. აი, ვისაც ვხდებით, ყველა მოწადინებულია ცვლილებებისთვის. ყველას უნდა, რომ საქართველომ ჭაობი დატოვოს უკან და წავიდეს წინ, მომავლისკენ. ყველას უნდა ერთიანობა, ყველას უნდა განვითარება.

ყველას უნდა ის ფინანსური რესურსი, რომელიც სამუშაო ადგილებს მოგვცემს.

ეს გუნდი ვართ ჩვენ და მიშა სააკაშვილთან ერთად, ეს გუნდი ეიმედება საქართველოს დღეს.

პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არც სამუშაო ადგილის პრობლემა იქნება, ემიგრანტებიც დაბრუნდებიან, შობადობაც გაიზრდება.

ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ დემოგრაფიას.

რაც მთავარია ასეთ დღესასწაულებზე უფრო და უფრო ბედნიერები მოვალთ ყველა, რადგან ვიცხოვრებთ ნორმალურ, ცივილურ, ბედნიერ საქართველოში",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი