პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ახალი სახელი - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა” განისაზღვრა

პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის "ახალი" სახელი განისაზღვრა - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა”.

პარტია „ახალის“ პრესსამსახურის ცნობით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებად, ანა გოგოლაძე და ანი ქავთარაძე დამტკიცდა.

„დღეს, 4 აგვისტოს, პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებად ანა გოგოლაძე და ანი ქავთარაძე დაამტკიცეს.

ასევე, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით ქალთა ორგანიზაცია შეიქმნა, რომლის თავმჯდომარედ აირჩა ანა გოგოლაძე და პარტიის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. პარტიის ახალი სახელი განისაზღვრა - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა”, - აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს