ადვოკატი - მიდის მიზანმიმართული დევნა როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც ამხელს აზერბაიჯანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატის დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც აზერბაიჯანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ამხელს.

მისი განმარტებით, ოჯახის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება დღეს არ ჰქონდათ, რადგან ის აზერბაიჯანულ ენაზე იყო.

„სამწუხაროდ, დღეს არ გვქონდა ის მტკიცებულება, რომელიც დღეს ოჯახმა აზერბაიჯანულ ენაზე წარმოადგინა. ეს არის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც გაცემულია ივნისის თვეში, რომ მის წინააღმდეგ არანაირი საქმე არ არის აღძრული. თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში, პროკურატურაშია გამოგზავნილი, 2024 წლის 9 მაისს აღიძრა საქმე. საქმის აღძვრის გადაწყვეტილბა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო. 10 მაისს სასამართლომ აღკვეთი ღინიძიება გამოიტანა და 11 მაისს პირი ძებნაზე დასვა.

მიდის მიზანმიმარტული დევნა როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც ამხელს იქ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას“, - აღნიშნა დიმიტრი ნოზაძემ.

ამასთან, საქმის პროკურორი, კონსტანტინე ცაცუა განმარტავს, რომ სადიგოვს ორ ეპიზოდში ედება გამოძალვაზე ბრალი, რის გამოც მათ მიიღეს გადაწვეტილება, რომ აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა - პატიმრობა მოეთხოვათ.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვის სამი თვის ვადით საექტრადაციო პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამათლემ ქეთევან ჯანაძემ მიიღო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს