თინა ბოკუჩავა - მჯერა, ერთიანობით გავიმარჯვებთ და ჩვენს ქვეყანას განვითარების პერსპექტივას დავუბრუნებთ

მჯერა, ერთიანობით გავიმარჯვებთ და ჩვენს ქვეყანას განვითარების პერსპექტივას დავუბრუნებთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ კურორტ ბეშუმში განაცხადა.

მან ადგილობრივებს შუამთობა მიულოცა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი ვერტმფრენით ჩამოვიდა და ხალხს არც კი შეხვდა.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს უამრავ ადამიანთან ერთად ბეშუმში, შუამთობაზე ვართ. მინდა შუამთობა თითოეულ აჭარელს მივულოცო, მინდა თითოეულ ოჯახს სიუხვე, კეთილდღეობა, სიკეთე და წარმატება ვუსურვო. მჯერა, ერთიანობით გავიმარჯვებთ და ჩვენს ქვეყანას განვითარების პერსპექტივას დავუბრუნებთ. პრემიერ-მინისტრი ვერტმფრენით ჩამოვიდა, ხალხში არც გაიარა და წავიდა, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ ხალხში, ხალხთან ახლოს და მათთან ერთად აღვნიშნოთ ეს ძალიან კარგი დღესასწაული, რასაც შუამთობა ჰქვია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება