ანალენა ბერბოკი - გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგება რუსეთის საიმედოდ შეკავების საშუალებაა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებით, გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების დაგეგმილი განლაგება აუცილებელია, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ შემაკავებელი საშუალება.

„იმედის პრინციპი არ დაგვიცავს პუტინის რუსეთისგან“, - წერს ის გამოცემა Bild am Sonntag-ში გამოქვეყნებულ კომენტარში.

ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია შეიძლება იყოს დაცული იმით, რომ ბერლინი ახლა ინვესტიციას ახორციელებს საკუთარ უსაფრთხოებასა და ძალაში, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს ფარგლებში, ასევე ეროვნულ დონეზე და ეს ზომები მოიცავს გადაწყვეტილებას გერმანიაში ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განლაგების შესახებ.

მინისტრის განმარტებით, გერმანიას სჭირდება საიმედო შეკავების პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამგვარმა ნაბიჯებმა ასევე უნდა დაიცვას გერმანიის პარტნიორები პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და ფინეთი, „რომლებიც პირდაპირ ესაზღვრებიან რუსეთს და ბოლო თვეების განმავლობაში ჰიბრიდული ზომების ფეთქებადი ეფექტი განიცადეს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს