ელგუჯა ბაგრატიონი - ამოვედით ბეშუმში, რათა მოსახლეობას უდიდესი დღესასწაული მივულოცოთ

დღეს მაღალმთიანი მოსახლეობა შუამთობას ზეიმობს, რომელიც არის უდიდესი დღესასწაული ამ ადამიანებისათვის. ამოვედით [ბეშუმში], რათა ეს უდიდესი დღესასწაული მივულოცოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დაპირებების მიუხედავად მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურა კვლავ მოუგვარებელია.

„დღეს მაღალმთიანი მოსახლეობა შუამთობას ზეიმობს, რომელიც არის უდიდესი დღესასწაული ამ ადამიანებისათვის. ამოვედით, რათა ეს უდიდესი დღესასწაული მივულოცოთ. სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურა, რომელსაც „ქართული ოცნება“ 12 წელია ჰპირდება გაკეთებას, ჯერ კიდევ მოუგვარებელია, მაგრამ ჩვენ ამ ხალხს ვპირდებით, რომ მომავალ წელს, 26 ოქტომბრის შემდეგ ეს გზა მოწესრიგებული იქნება და მათ კომფორტულ გარემოში ცხოვრება და მოღვაწეობა მოუწევთ“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა, რომლის კომენტარსაც პრესსმსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს