ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ

პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.­

ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა დახვედრისთვის.

“ყველაფრისთვის მადლობა, თქვენთვის ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ. მიყვარხართ გულში”, - განაცხადა ბექაურმა.

გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემაც.

“უზომოდ ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს, ქართველ ხალხს. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძოდი, ახლა დავრწმუნდი ამაში, მადლობა ამისთვის”, - აღნიშნა ილია სულამანიძე.

ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვილის თქმით, მისთვის სასიამოვნოა, როცა მისი მხარდამჭერებისთვის მოტივაციაა.

“ძალიან გახარებული ვარ. გულშემატკივრების ბედნიერება მეც მახარებს. მიხარია, რომ მათთვის მოტივაცია ვარ. დიდი მადლობა ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის”, - აღნიშნა ძიუდოისტმა, ტატო გრიგალაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს