მედია - ენტონი ბლინკენის განცხადებით, ირანმა და „ჰეზბოლამ“ ისრაელს, შესაძლოა, მომდევნო 24 საათში შეუტიონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კოლეგებს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან განუცხადა, რომ ირანისა და „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმა, შესაძლოა, ორშაბათს დაიწყოს, - ინფორმაციას Axios-ი სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ენტონი ბლინკენი ახლო მოკავშირეებთან სატელეფონო საუბრით შეეცადა დიპლომატიური ზეწოლა მოეხდინა ირანსა და „ჰეზბოლაზე“ მათი მხრიდან შურისძიების მაქსიმალურად შემცირების მიზნით. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, მათი დარტყმების გავლენის შეზღუდვა საუკეთესო შანსია ყოვლისმომცველი ომის თავიდან ასაცილებლად.

წყაროების ცნობით, ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ იცის თავდასხმის ზუსტი დრო, მაგრამ მიიჩნევს, რომ ის შეიძლება დაიწყოს მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში, ანუ უკვე ორშაბათს.

შეგახსენებთ, ირანი და მისი ლიბანელი მოკავშირე “ჰეზბოლა” თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიესა და ბეირუთში „ჰეზბოლას“ სამხედრო მეთაურის ფუად შუკრის მკვლელობებში ისრაელს ადანაშაულებენ და საპასუხო ქმედებებით იმუქრებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება