გაერთიანებულ სამეფოში, მიგრაციის საწინააღმდეგო ძალადობრივი საპროტესტო აქციების გამო, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კომიტეტის შეხვედრა გაიმართება

გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე ძალადობრივი არეულობის გამო, დაუნინგ სთრითში დღეს საგანგებო რეაგირების შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

საგანგებო კომიტეტის სხდომის მიზანია მთავრობას მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობრივი ფაქტებისა და მათზე რეაგირების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი მინისტრები და პოლიციის წარმომადგენლები.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გუშინ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მკაცრად დაგმო თავდასხმა როტერჰემში მდებარე სასტუმროზე, სადაც თავშესაფრის მაძიებლები ცხოვრობენ და პირობა დადო, რომ არეულობაში მონაწილე პირებს კანონის მთელი ძალით დაუპირისპირდებიან .

ამასთან, პოლიციამ უპასუხა ძალადობრივ სცენებს ტამუორთში, მიდლსბროში, ბოლტონში, ჰალსა და ვეიმუთში.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა „ამ ავაზაკების მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად“.

შეგახსენებთ, ორშაბათს, ქალაქ საუთპორტში ცეკვის სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სამი ბავშვი დაიღუპა. დაიღუპა. სამართალდამცავებმა 17 წლის თავდამსხმელი ბიჭი დააკავეს. თავდასხმის შემდეგ დაწყებული პროტესტი გაერთიანებულ სამეფოში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება და სამართალდამცავებმა დღემდე 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. პოლიციის ცნობით, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება