ბანგლადეშში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს 90 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშში, პოლიციასა და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის კვირას მომხდარი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სამართალდამცავების ცნობით, 13 პოლიციელი დაიღუპა, როდესაც ათასობით ადამიანი სირაჯგანჯის რაიონში პოლიციის განყოფილებას დაესხა თავს.

დაღუპულები და დაშავებულები ქვეყნის სხვა ნაწილებშიც დაფიქსირდა, მათ შორის ჩრდილოეთ რაიონებში : ბოგრაში, პაბნასა და რანგპურში.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა დაკას მთავარ მოედანზე და ძალადობრივი ინციდენტები მოხდა დედაქალაქ ის სხვა რაიონებშიც.

შეგახსენებთ, ბანგლადეშში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდენტთა ლიდერებმა პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია გამოაცხადეს. აღსანიშნავია, რომ სტუდენტური პროტესტი ივლისში საჯარო სამსახურში კვოტების გაუქმების მოთხოვნით დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით უფრო ფართო ანტისამთავრობო მოძრაობად იქცა. საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ დაღუპულთა საერთო რაოდენობა 280-ს აღემატება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს