TransferGo ქართველ მომხმარებელს საერთაშორისო ფულადი გადარიცხვების ახალ მეთოდს სთავაზობს

გლობალური ფინტექ კომპანია TransferGo საქართველოს ბაზარზე სერვისებს აფართოებს.

ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ახლა უკვე შეუძლიათ TransferGo-ს საშუალებით, IBAN ფორმატშიც გადარიცხონ თანხა ქართულ ანგარიშებზე.

IBAN გადარიცხვები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად გაუგზავნონ თანხა ოჯახის წევრებს ხელმისაწვდომი პირობებით და საერთაშორისო ფულადი გზავნილების განხორციელებისას, მათ ინტერესებზე მორგებული მეთოდი აირჩიონ.

"ჩვენი მისიაა, მსოფლიო მოქალაქეებს შევთავაზოთ ფულადი გადარიცხვების კიდევ უფრო სამართლიანი სერვისები. მომხმარებლებს რეალურ დროში ვაწვდით უწყვეტ ფინანსურ სერვისებს, რომ შეძლონ საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლის სახლში გაგზავნა. უზომოდ ვამაყობთ, რომ უკვე ქართველ მომხმარებლებსაც შეგვიძლია შევთავაზოთ საერთაშორისო გადარიცხვების ახალი მეთოდი და მეტი შესაძლებლობა, რომ შეუფერხებლად და უსაფრთხოდ განახორციელონ ფულადი გზავნილები, იქნება ეს საბანკო ბარათები თუ IBAN ანგარიშები." - დაუმანტას დვილინსკასი, TransferGo-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი.

საერთაშორისო ციფრულ ფულად გზავნილებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. პარალელურად, მატულობს TransferGo-ს მომხმარებლების რიცხვი და იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც კომპანია ოპერირებს. ამ ეტაპზე, TransferGo მსოფლიოს 160 ქვეყანაში 7 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. აღსანიშნავია კომპანიის შედეგები ქართულ ბაზარზეც, სადაც 2024 წლის პირველ კვარტალში, ფულის ნაკადისა და კლიენტების რაოდენობით კომპანიამ 30%-ზე მეტი ზრდა აჩვენა.

"ამაყი ვარ, საქართველოში დანერგილი გადახდის ახალი მეთოდით. მჯერა, რომ ეს სიახლე მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ფულის გადარიცხვის საუკეთესო გზა აირჩიონ. ჩვენ კი, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საერთაშორისო ფულადი გზავნილების განსახორციელებლად, საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, მოქნილი და სწრაფი სერვისები შევთავაზოთ." - ანა ლევკოვიჩ-იაკიმოვა, ბანკინგისა და ინფრასტრუქტურის დირექტორი.

TransferGo-ს შესახებ:

TransferGo გლობალური ფინტექია, რომელიც მარტივი და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ქმნის უფრო სამართლიან სამყაროს მილიონობით მსოფლიო მოქალაქისთვის. ინოვაციების 12 წლიანი ისტორიით, TransferGo აგრძელებს ფინანსური ბარიერების რღვევას, მხარს უჭერს 7 მილიონზე მეტ მომხმარებელს 160 ქვეყანაში და ინარჩუნებს პროფიტაბელურობას. ფინანსურ ინკლუზიაზე ძლიერი ფოკუსით და ადამიანებისა და ბიზნესებისთვის ფულადი გადარიცხვების ტრანსფორმაციით, TransferGo-ს მისიაა, უფრო სამართლიანი გახადოს სამყარო.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო