„დიდი შვიდეული“, ახლო აღმოსავლეთში ფართო კონფლიქტის საფრთხის ფონზე, მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში მხარეებს თავის შეკავებისა და დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რეგიონში უფრო ფართო კონფლიქტის გაღვივების საფრთხეს ქმნის.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ საპასუხო ძალადობის მიმდინარე დესტრუქციული ციკლის გაგრძელებისგან, შეამცირონ დაძაბულობა და კონსტრუქციულად ჩაერთონ დეესკალაციის მისაღწევად“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება