ფოთის მერი - ჩვენ ვაგრძელებთ ფოთში სპორტული ჩემპიონატების განხორციელების ხელშეწყობას

ფოთში აკადემიურ ნიჩბოსნობასა და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ჩემპიონატი, სამი დღის მანძილზე, მდინარე კაპარჭინასა და ოქროს ტბაზე მიმდინარეობდა.

შეჯიბრებაში ფოთის, ქუთაისის, ბათუმის, დუშეთის, მცხეთის, აბაშის, წყალტუბოს, რუსთავისა და თბილისის სანიჩბოსნო სკოლების 125 სპორტსმენი ასპარეზობდა.

ინფორმაციის თანახმად, შეჯიბრში წარმატებით იასპარეზე ფოთის სანიჩბოსნო სკოლის სპორტსმენებმა. გამარჯვებულები სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

„ფოთის გუნდსა და ასევე, ყველა გამარჯვებულ მონაწილეს ვულოცავ წარმატებით ასპარეზობასა და საპრიზო ადგილებზე გასვლას. მადლობას ვუხდი საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნულ ფედერაციას აღნიშნული ჩემპიონატის ორგანიზებისთვის. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ფოთში სპორტული ჩემპიონატების განხორციელების ხელშეწყობას“, - განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატი საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს