ირაკლი ფავლენიშვილი - ის უპრეცედენტო ზომები, ორმაგი პატიმრობა, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ  მიიღეს, ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია მიხეილ სააკაშვილის

ის უპრეცედენტო ზომები, ორმაგი პატიმრობა, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ მიიღეს, ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია მიხეილ სააკაშვილის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თბილისის ქუჩებში, 26 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილებას ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს.

„ის უპრეცედენტო ზომები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იღებენ, ორმაგი პატიმრობა, ანალოგია არ აქვს საქართველოს ისტორიაში. ეს ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის ყველაზე მეტად ეშინია. მან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად არის გამარჯვების უტყუარი ფორმულა და ეს თავისუფლების დიდი ტალღა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. ამის მას ეშინია, მაგრამ 26 ოქტომბერს ის აუცილებლად დამარცხდება და მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს საქართველოს გამარჯვებას თბილისის ქუჩებში“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს არც ერთ მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ ჰქონდა შეფარდებული. ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით იხდის სასჯელს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს