„თიბისი“ - ტექნოლოგიების საუკუნეში გაჩნდა შესაძლებლობა, სწავლის პარალელურად შექმნა საკუთარი პროექტები, დააგროვო ცოდნა და შეუერთდე მსოფლიოს წამყვან კომპანიებს

„თიბისის“ ტექსკოლა სწორედ ის გარემოა, სადაც სკოლის მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, სრულიად უფასოდ ეუფლებიან ტექნოლოგიებს. ტექსკოლის მიზანია, ახალ თაობას მისცეს საბაზისო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და დაეხმაროს მომავალი პროფესიის არჩევაში. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ტექსკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, შესაბამისად მას საქართველოს ყველა კუთხიდან ჰყავს მოსწავლეები, მათი რიცხვი კი უკვე 1800-ს გადასცდა. ვებგვერდების აწყობა, ვებგვერდების და მობილური აპლიკაციების შექმნა, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ფოტო-ვიდეოგრაფია, ციფრული მარკეტინგი ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც პრაქტიკული კურსების მეშვეობით ეცნობიან „თიბისის“ ტექსკოლის მონაწილეები.

პროგრამის მრავალი კურსდამთავრებულიდან, ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე ნიკა ბარამიძეა. მე-12 კლასელი ნიკა, ტექსკოლას ბათუმიდან შეუერთდა. ნიკა ფიქრობს, რომ მისი მომავალი პროფესია იურიდიულ სფეროს დაუკავშირდება, თუმცა, ტექნოლოგიების დაუფლება მისი ერთ-ერთი ინტერესია.

„ამ დროისათვის ჩემს თავს სხვა სფეროში ვხედავ. თუმცა, თანამედროვე ეპოქაში თითქმის ყველა სფეროში, საჭიროა პროგრამირება და შესაბამისად, დიდი ალბათობაა იმისა, რომ იგი ნებისმიერი პროფესიის არჩევის შემთხვევაში დამეხმარება" - განაცხადა ნიკა ბარამიძემ.

ტექსკოლის პროექტი ხორციელდება "ჯეოლაბთან" პარტნიორობით, კურსები კი შემუშავებულია სანდრო ასათიანის ხელმძღვანელობით. ტექსკოლაში მიღება სექტემბრიდან კვლავ განახლდება, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.tbceducation.ge„-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს