„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი - მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ გაუარესებულა - აქამდე ოროთახიან ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში

მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ არის გაუარესებული - აქამდე ოროთახიან ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების გამო გახდა საჭირო პალატის ცვლილება.

„კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ახალი დეპარტამენტი დაგვემატა და დაგვჭირდა ის სართული, სადაც პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. შესაბამისად, პალატა შეიცვალა. ბევრად გაუმჯობესებულ პირობებშია, არანაირად არ არის გაუარესებული, აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, „ვივამედის“ კლინიკაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პალატის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, დედამ, გიული ალსანიამ გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ „ახალ პირობებში ტელევიზორი არ ჰქონდა“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს