მანანა ჯებაშვილი - „ქართული ოცნება” აუცილებლად დამარცხდება ემიგრაციასთან ბრძოლაში

საარჩევნო უბნებს ხელისუფლება {საზღვარგარეთ} იმის გამო არ ხსნის, რომ იციან წააგებენ -„ქართული ოცნება” აუცილებლად ემიგრაციასთან ბრძოლაში დამარცხდება, - ამის შესახებ „ევროპული პარადიგმის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მანანა ჯებაშვილმა განაცხადა.

ჯებაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ემიგრაციასთან ბრძოლას აგებს, რის გამოც ისინი მაქსიმალურად ცდილობენ საარჩევნო უბნები არ გახსნან.

„საარჩევნო უბნებს ხელისუფლება იმის გამო არ ხსნის, რომ იციან წააგებენ. ისინი თუ საარჩევნო უბნებს არ გახსნიან, ამით არღვევენ კანონს და ამაზე აგებენ კიდევაც პასუხს.

„ქართული ოცნება” აუცილებლად ემიგრაციასთან ბრძოლაში დამარცხდება. არჩევის უფლება მათ არ აქვთ, არც ცესკოს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს. ისინი ვალდებულნი არიან შექმნან უბანი, თუ იქ არის 50 ემიგრანტი დარეგისტრირებული საკონსულო აღრიცხვაზე“, - განაცხადა ჯებაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება