ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბიისის საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბიისის საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტუმრები ბანაკის საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და მოზარდების მიერ მოწყობილ ღონისძიებას დაესწრნენ.

„ტანას ხეობაში „საზაფხულო ტურისტულ - გამაჯანსაღებელი ბანაკი 2024“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით მოეწყო. პროექტის ფარგლებში ბანაკში ახალგაზრდების 6 ნაკადი გაემგზავრება.

ბანაკი 14-დან 18 წლის ჩათვლით 500-ზე მეტ ახალგაზრდას უმასპინძლებს. მოზარდები საველე პირობებში, კარვებში ცხოვრებას სწავლობენ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მონაწილეობა ლაშქრობებში, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში.

პროექტი უკვე რამდენიმე წელია ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს