კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ წიქარიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოში ასეთი მასშტაბის პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს ხუთი კონკურსანტიდან ერთ-ერთმა, მანუჩარ კაკოჩაშვილმა მიმართა 22 ივლისს დილის 10:30-ზე და 3-4 საათისთვის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების თაობაზე. ასეთი მასშტაბის პრეცედენტი ჯერ სასამართლოში არ ყოფილა.

საქალაქო სასამართლოში მინიმუმ 3-ჯერ მაინც გასაჩივრდა იუსტიციის საბჭოს წევრის დანიშვნა – 2013-ში, 2017-ში და 2023-ში. აქედან სასამართლომ არც ერთხელ არ შეაჩერა იუსტიციის საბჭოს წევრის დანიშვნა. თანაც ასე სწრაფად გადაწყვეტილებები არ მიუღია. ამ შემთხვევაში კი სასამართლომ რამდენიმე საათში მიიღო გადაწყვეტილება, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს“, - აღნიშნა კახა წიქარიშვილმა.

როგორც კახა წიქარიშვილმა აღნიშნა, სასამართლო, ფაქტობრივად, პრეზიდენტის უფლებამოსილებებში შეიჭრა.

„პირველი პრობლემა ის არის, რომ სასამართლო პრეზიდენტის უფლებამოსილებებში შეიჭრა, მეორე - სასამართლომ პრეზიდენტს უთხრა, რომ შენი აქტის კანონიერება საეჭვოაო, მაგრამ რომელ კანონს ეწინააღმდეგება თვითონ სასამართლო არ ამბობს და მესამე - სასამართლო იყენებს სარჩელის უზრუნველყოფას ისე, რომ არანაირად არ არსებობს მისი გამოყენების საფუძველი. თუ მანუჩარ კაკოჩაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოვიდა, არანაირად არ შეეშლება ხელი მის აღსრულებას ჩემი იუსტიციის საბჭოში ყოფნით“, - აღნიშნა კახა წიქარიშვილმა.

ასევე, მან ისაუბრა საქმის მიმდინარეობაზე და განმარტა, რომ არჩევნებამდე არც სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი არ გადაწყდება და არც საქმე იქნება განხილული.

„მე დღეს ვაპირებ, რომ მივმართო სააპელაციო სასამართლოს კერძო საჩივრით და სარჩელის უზრუნველყოფა გავასაჩივრო. თუმცა, ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე არც სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი არ გადაწყდება და არც საქმე იქნება განხილული. მე ვიცნობ ჩვენი სასამართლოს სისტემას და ვფიქრობ, რომ ისინი პოლიტიკურ ვითარებას დააკვირდებიან: თუ „ქართულმა ოცნებამ“ წააგო არჩევნები, სასამართლო გადაწყვეტილებას ჩემს სასარგებლოდ მიიღებს, ხოლო თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები, სასამართლო გადაწყვეტილებას კლანისა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიიღებს“, - აღნიშნა კახა წიქარიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მ. კ-ს სარჩელი გახდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო