მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტი „აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის“ ფარგლებში შედგა.

„აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მუნიციპალურ დონეზე, ჩინეთში ოფიციალური შეხვედრები პირველად გაიმართა.

ოფიციალურ დელეგაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე ხელმძღვანელობდა.

დელეგაციამ ქალაქ სიანსა და ჰუანგანგში ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ასევე, შეხვდნენ შენსისა და ჰუბეის პროვინციის წარმომადგენლებს, ხოლო ქალაქ ჰუანგანგში ვიცე მერის პან გუოლინის მოწვევით ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ.

შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა სექტორული კავშირების გაფართოების, სოციალურ-ეკონომიკური, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს