ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ყველა შესაძლებლობისთვის უნდა მოვემზადოთ

ყველა შესაძლებლობისთვის უნდა მოვემზადოთ, მათ შორის, შეტევაზე სწრაფი გადასვლისთვის , - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელის საჰაერო ძალების სამეთაურო ცენტრში ვიზიტისას განაცხადა.

„ჩვენი მტრები თავიანთ ნაბიჯებს ყურადღებით განიხილავენ იმ შესაძლებლობების გამო, რაც თქვენ გასულ წელს აჩვენეთ. თუმცა, ჩვენ ყველა შესაძლებლობისთვის უნდა მოვემზადოთ, მათ შორის, შეტევაზე სწრაფი გადასვლისთვის“, - განაცხადა იოავ გალანტმა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ისრაელის საჰაერო ძალების მზადყოფნისა და შეტევითი პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება