ისრაელის გენშტაბის უფროსი აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურს შეხვდა

ისრაელის გენშტაბის უფროსი აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის გენშტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ და აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, მაიკლ კურილამ უსაფრთხოების სტრატეგიული საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

გენერალი მაიკლ კურილა ახლო აღმოსავლეთში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე ისრაელში დღეს ჩავიდა.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!