ხობის მერია - მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალი სპორტული სავარჯიშო ინვენტარით აღიჭურვა

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალი სპორტული სავარჯიშო ინვენტარით აღიჭურვა.

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალი სპორტული სავარჯიშო ინვენტარით აღიჭურვა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ფიტნეს ცენტრის დარბაზისთვის 116 670 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით იქნა შეძენილი.

,,ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის" ფიტნეს დარბაზისთვის შეძენილი ინვენტარი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, მერის მოადგილეებმა რევაზ ზაქარაიამ და დავით ბერაიამ დაათვალიერეს.

ფიტნეს ცენტრის დარბაზისთვის 33 დასახელების, 116 670 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით იქნა შეძენილი.

სპორტული სავარჯიშო ინვენტარი მოიცავს: სარბენ ბილიკებს, ჰორიზონტალურ და რეგულირებად ველოსიპედებს, სმიტის დანადგარებს, მრავალფუნქციურ, სხვადასხვა სახეობის ტრენაჟორებს, პრესის სკამებს, შტანგის საწოლებს, ოლიმპიურ ღერძებს და ჰანტელებს.

ფიტნეს დარბაზი ფუნქციონირებას სექტემბერში დაიწყებს“ , - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს