ერაყში, სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა

ერაყში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე აშშ-სა და კოალიციის ძალებზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ განხორციელდა სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა ერაყში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე აშშ-სა და კოალიციის ძალების წინააღმდეგ. არსებობს პირველადი მინიშნებები, რომ რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ბაზის პერსონალი თავდასხმის შემდგომი ზარალის შეფასებას ახორციელებს“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

CNN-ი იუწყება, რომ თავდასხმა განხორციელდა ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად მაღალი დაძაბულობის ფონზე, როდესაც აშშ ემზადება ირანის მხრიდან ისრაელზე შესაძლო თავდასხმისთვის, გასულ კვირას თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი,ს ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო.

ამასთან, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა რეგიონში დამატებითი სამხედრო აქტივების გაგზავნის ბრძანება გასცა.

ამ დროისთვის გაურკვეველია, ვინ განახორციელა სარაკეტო თავდასხმა, თუმცა აშშ-ის ოფიციალური პირები ერაყსა და სირიაში განლაგებულ ჯარებზე თავდასხმებში დიდი ხანია ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ ჯგუფებს ადანაშაულებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს