ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთზე - ჩართული ვართ ინტენსიურ დიპლომატიაში - მხარეებმა ესკალაციისგან თავი უნდა შეიკავონ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ინტენსიურ დიპლომატიაშია ჩართული ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესამსუბუქებლად და ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობის ესკალაციისგან.

„ჩართული ვართ ინტენსიურ დიპლომატიაში თითქმის 24 საათის განმავლობაში ძალიან მარტივი გზავნილით - ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს ესკალაციისგან“, - განაცხადა ბლინკენმა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პენი ვონგთან შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, მისი თქმით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარეშე, კრიზისები გაგრძელდება.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ დავარღვიოთ ეს ციკლი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევით. ეს გახსნის უფრო მდგრადი მშვიდობის შესაძლებლობებს არა მხოლოდ ღაზაში, არამედ სხვა ადგილებშიც, სადაც კონფლიქტი შეიძლება გავრცელდეს“, - აღნიშნა ბლინკენმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს