პიტერ სიიარტომ ისრაელ კაცს ირანის გზავნილი გადასცა - ისრაელზე თავდასხმა განხორციელდება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ისრაელელ კოლეგას, ისრაელ კაცს გადასცა გზავნილი ირანის საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრისგან, ალი ბაღერისგან, რომ ირანმა ისრაელზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო, - ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

„ირანმა გვაცნობა, რომ აპირებს ისრაელზე თავდასხმას“, - განაცხადა კაცმა და დასძინა, რომ „მსოფლიომ უნდა მოითხოვოს ფასი ირანისგან ნებისმიერი აგრესიული ქმედებისთვის, რომელსაც ის განახორციელებს“.

სიიარტომ, თავის მხრივ, „ფეისბუქზე“ დაადასტურა, რომ ისრაელისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა.

„უნგრეთის პოზიცია ნათელია: არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ისრაელმა კიდევ ერთი ტერორისტული თავდასხმა განიცადოს, მაგრამ, ამავე დროს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ დავუშვათს დიდი რეგიონული ომის დაწყება“, - განაცხადა სიიარტომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს