გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2024 წლის კურსდამთავრებულთაგამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

„გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში 2024 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შვიდივე ფაკულტეტის ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ, მათ შესაბამისი პრიზები მინისტრმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ გადასცეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა – ნოდარ პაპუკაშვილმა და გელა გელაძემ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე წულაძემ, აკადემიური საბჭოს წევრებმა და ფაკულტეტების დეკანებმა.

კურსდამთავრებულებისთვის ღონისძიების დაწყებამდე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, სპეციალურად მათთვის მოწყობილ ფოტოზონებში სამახსოვრო სურათები გადაეღოთ, ხოლო გამოსაშვები ცერემონიის შემდგომ კუს ტბაზე გაიმართა წვეულება, სადაც ახალგაზრდების გართობაზე სხვადასხვა მუსიკალურმა ჯგუფმა იზრუნა.

აღსანიშნავია, რომ წელს თსუ 3600-მდე სტუდენტმა დაამთავრა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის FIBAA და ABET საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე და 27 უცხოენოვან პროგრამაზე, 26 000-მდე სტუდენტი სწავლობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი გამოშვება 1922 წელს ჰყავდა. ამ დროის განმავლობაში, თსუ 300 ათასზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა. ახალ 2024-2025 სასწავლო წელს თსუ 8200-ზე მეტ პირველკურსელს მიიღებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო