ნინო ლაცაბიძე - ქალაქის განვითარებისთვის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, შიდასაუბნო სივრცეების მოწყობაც მნიშვნელოვანია და მოსახლეობის ჩართულობით, პროექტები სწორედ ამ პრინციპით  გვაქვს გადანაწილებული

რუსთავში, მოსახლეობის ჩართულობით შექმნილი კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება.

რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ახალი რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მე-14 მიკრორაიონის N46, 47 და 48 საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოში ეწყობა, რუსთავის მერიის დაფინანსებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) ჩართულობით ხორციელდება.

ინფორმაციის მიხედვით, სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

„მოსახლეობის თხოვნით და მათი უშუალო ჩართულობით, რუსთავში კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. შიდასაუბნო საზოგადოებრივი სივრცის პროექტი, რომელსაც მე-14 მიკრორაიონში ვაწყობთ, სწორედ მოსახლეობის ჩართულობით შემუშავდა. გადაიჭრა სანიაღვრე ქსელის პრობლემაც, რომელიც ამ უბნის მოსახლეობას, წლების განმავლობაში ჰქონდა. ქალაქის განვითარებისთვის, ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, შიდასაუბნო სივრცეების მოწყობაც მნიშვნელოვანია და მოსახლეობის ჩართულობით, რუსთავში, პროექტები სწორედ ამ პრინციპით გვაქვს გადანაწილებული“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

მერიის განმარტებით, პროექტით, საფეხმავლო ბილიკების, მწვანე სივრცეების, საბავშვო მოედნის, ფანჩატურების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხის, გარე განათების და პარკირების ზონის მოწყობაა გათვალისწინებული. ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის, ორი სხვადასხვა პროექტი შეიქმნა.

„გასულ წელს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ადგილობრივ მოსახლეობას ორივე პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა და რუსთავის ბიუჯეტიდან, ის პროექტი დაფინანსდა, რომელსაც მოსახლეობამ მიანიჭა უპირატესობა. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს