უკრაინელებმა 2 ბალისტიკური რაკეტა, 2 ფრთოსანი რაკეტა და 15 დრონი გაანადგურეს

რუსებმა უკრაინას წუხელ 4 ბალისტიკური რაკეტით, 2 მართვადი საავიაციო რაკეტით და 16 ე.წ. „კამიკაძე“ დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 2 ბალისტიკური და 2 საავიაციო რაკეტა და 15 დრონი ჩამოაგდო, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა რაკეტები ვორონეჟის ოლქიდან, დრონები კი - ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გაუშვეს.

საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა და საჰაერო ძალების რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფებმა.

უკრაინელებმა „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტა, და X-59 ტიპის ორი მართვადი რაკეტა და 15 დრონი კიევის, ხერსონის, მიკოლაივისა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურეს.

ცნობისთვის, წუხელ უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსებმა დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. თავდასხმის დროს მათ „კამიკაძე“ დრონებიც გამოიყენეს, რომლებიც საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე ოლქში გაანადგურა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს