GCCA-მ სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზარზე ორ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სწრაფი მოხმარების პროდუქტების(FMCG) ბაზარზე, ორ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კერძოდ, ერთი საკითხი ეხება - შპს „ჰოლდინგ.ჯი-ის“ მიერ შპს „დეილის“ 30%-იანი წილის შეძენას, ხოლო მეორე - შპს „დეილის“ მიერ შპს „ფუდმარტის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას.

„GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში, 2023 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონეზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000-ამდე კომპანია. არსებული მდგომარეობით ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 399 ერთეულს; კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) იზრდება 445 ერთეულამდე - ინდექსის ცვლილება ΔHHI= 46. აღნიშნულის გათვალისწინებით, GCCA-ის გადაწყვეტილებით, განხორციელებული კონცენტრაციები შესაბამის ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

ინფორმაციისთვის, GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

2024 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) 7 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ ეტაპზე, 3 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის