მიხეილ სარჯველაძე - ქართული ჯანდაცვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარი ბიუჯეტით ფინანსდება - ასეთ რყევებს არ შეუძლია დრამატული პრობლემა შექმნას სისტემისთვის

ქართული ჯანდაცვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარი ბიუჯეტით ფინანსდება - ასეთ რყევებს არ შეუძლია დრამატული პრობლემა შექმნას სისტემისთვის, - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე იმ ფაქტს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რამდენიმე მიმდინარე პროექტს აშშ-სგან დაფინანსება შეუჩერდა.

მისივე თქმით, ყველა შესაძლებლობა მოინახება, მათ შორის ფინანსური, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს ის პროექტები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება ბიუჯეტში სახსრების მართვას, ქართული ჯანდაცვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარი ბიუჯეტით ფინანსდება. მდგრადი სისტემა გახლავთ და ასეთ რყევებს არ შეუძლია დრამატული პრობლემა შექმნას სისტემისთვის. რა თქმა უნდა, შევეცდებით ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიმდინარეობს ამ დროისთვის თანამშრომლობის ფარგლებში და შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ჯანდაცვისთვის, ყველა შესაძლებლობა მოინახება, მათ შორის ფინანსური, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს”,- აღნიშნა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე საუბარი არ არის.

როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, „რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია და ეს არ არის ისეთი პროგრამები, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი