„თიბისის“ ტექ გუნდი საერთაშორისო კონფერენცია WeAreDevelopers World Congres-ზე

„თიბისი“ თანამშრომლების განათლებისა და გამოცდილების მაღალ ხარისხზე აქტიურად უკვე წლებია ზრუნავს, რაც, უპირველეს ყოვლისა, წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციებზე მათ დასწრებასა და მიღებული ცოდნის „თიბისიში“ იმპლემენტაციას გულისხმობს.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს კულტურა კომპანიის ნაწილად იქცა და დღემდე გრძელდება.

„ამჯერად, „თიბისის“ 15 თანამშრომელი ბერლინში, ყოველწლიურ კონფერენციას, WeAreDevelopers World Congress-ს დაესწრო, სადაც 15 ათასზე მეტი ადამიანი, 8000-მდე კომპანია და უამრავი წარმატებული სპიკერი იყრის თავს. აქ ისეთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის თანამშრომლების გაცნობაა შესაძლებელი, როგორებიცაა Google, Red Hat, Docker, Dynatrace, GitHub, Intel და სხვა.

WeAreDevelopers World Congress- ის არჩევის უმთავრესი მიზეზი კონფერენციის მასშტაბურობა, საინტერესო სპიკერები და თემები იყო, რომლებიც ნებისმიერი თანამედროვე კომპანიისთვის სასარგებლოა.

„თიბისის“ ბექ-სისტემების დეველოპმენტის ლეგიონის ლიდის, ლევან ნოზაძის განცხადებით, კონფერენციაზე აქცენტი AI-ზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე კეთდებოდა.

“არაერთი საინტერესო კომპანია თუ სპიკერი იყო კონფერენციაზე. ამასთან ერთად, აქცენტი AI-ზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე კეთდებოდა. დეველოპერებისთვის ამ მოვლენებისთვის ფეხის აწყობა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ შევარჩიეთ კონკრეტულად ეს კონფერენცია” - აღნიშნა ლევან ნოზაძემ.

„თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ახალი ტრენდების ათვისება და შემდგომ მათი დანერგვა კომპანიის მთავარი მისიისთვის, ადამიანების ცხოვრების გამარტივებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„კონფერენციაზე ვიმყოფებოდი, როგორც ტექ კომუნის ლიდერი, რათა უშუალოდ ტექ ტალანტებისგან გამეგო მათი საჭიროებები, დავკვირვებოდი მათ ქცევას, რა მოსწონთ მსგავს ღონისძიებებზე, ვაკვირდებოდი და ვაანალიზებდი ღონისძიების ორგანიზების ნაწილს, ვესწრებოდი სესიებს და პანელურ დისკუსიებს, რათა მეტი გამეგო არსებულ ტრენდებზე”. - აღნიშნა „თიბისის“ ტექ კომუნის ლიდერმა ნათია ბარაბაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა