ბორჯომის მერია - დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის დაგეგმილი ახალგაზრდული ბანაკი გრანდიოზულად დაიხურა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით და ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის დაგეგმილი ახალგაზრდული ბანაკი გრანდიოზულად დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღის პირველ ნახევარში, ბანაკის მონაწილეები, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში - ფრენბურთი, ზიპლაინი, მშვილდ-ისრის სროლა, კედელზე ცოცვა, ჯომარდობა, ჩაერთნენ.

„საღამოს კი მათ სადღესასწაულო განწყობაზე მომღერალმა ირაკლი ნოზაძემ და DJ ალექსანდრე ლორთქიფანიძემ იზრუნეს.

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი შალვა გოგოლაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხარაზიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ახალგაზრდულ ბანაკში დამამთავრებელი კლასის 130-მდე მოსწავლე იყო ჩართული.

შეგახსენებთ, რომ ბანაკი 1-ელ აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა და 5 აგვისტოს გრანდიოზულად დაიხურა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს