„საქართველოს ბანკის“ სტიპენდია უკვე 20 უნივერსიტეტში - პარტნიორთა რიცხვს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც შეემატა

„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, უკვე 20 პარტნიორ უნივერსიტეტში გამორჩეული აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს სწავლას სრულად ან ნაწილობრივ უფინანსებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი გამარჯვებული. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად კი მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

„ახლახან პარტნიორთა რიცხვს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც შეემატა. რაც ნიშნავს იმას, რომ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც აღნიშნულ უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან და სტუდენტებს, რომლებიც უკვე აქ სწავლობენ, აქვთ შესაძლებლობა, შეავსონ განაცხადი, გაიარონ გასაუბრება და გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები.

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულების შესარჩევ კრიტერიუმებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ, რომლის ნახვაც ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელის, ანა ლომთაძის განცხადებით, „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად.

„საქართველოს ბანკში“ გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა ამ მიმართულებით „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. ჩვენი ინიციატივის ფარგლებში უკვე დავპარტნიორდით 20 უნივერსიტეტთან და გამოვავლინეთ 160-ზე მეტი სტიპენდიატი. როგორც პარტნიორების, ასევე სტიპენდიატების რაოდენობა მუდმივად იზრდება. პროექტისადმი გამოვლენილი ინტერესი კი გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და ახალგაზრდებისთვის შევქმნათ განვითარების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის