სოფო ჯაფარიძე - ვხვდებით ყველას, მოვისმენთ ყველას პრობლემას - განწყობა წარმოუდგენლად დიდია, ხალხი ემზადება 26 ოქტომბრის გამარჯვებისთვის

ვხვდებით ყველას, მოვისმენთ ყველას პრობლემას. განწყობა წარმოუდგენლად დიდია, ხალხი ემზადება 26 ოქტომბრის გამარჯვებისთვის, რის შემდეგაც აუცილებლად ვიქნებით ევროპის ნაწილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ხალხი მზად არის გამარჯვებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, ზუსტად იციან, რომ ეს პრობლემები 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად დალაგდება.

„ახლა ვიმყოფებით გლდანულაში, შევხვდით ჩვენს მოსახლეობას. შევხვდებით ყველას ყველგან, მოვუსმენთ ყველას პრობლემას და ჩვენ ერთად აუცილებლად 26 ოქტომბერს აუცილებლად ერთად დავასრულებთ რუსულ რეჟიმს, რომელიც ასე ეღობება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. განწყობა არის წარმოუდგენლად კარგი, ხალხი მზად არის გამარჯვებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ძალიან ბევრი პრობლემა, ზუსტად იციან, რომ ეს პრობლემები 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად დალაგდება. ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დადგება ევროპულ გზაზე და ყველანი ერთად ძალიან მალე ვიცხოვრებთ ევროპაში“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს