ბანგლადეშის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

ბანგლადეშის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბანგლადეშის პრეზიდენტის, მუჰამედ შაჰაბუდინის პრესმდივანი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა“, - განაცხადა შიპლუ ზამანმა.

ქვეყნის პარლამენტის დათხოვნა საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

შეგახსენებთ, გუშინ, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ თანამდებობა დატოვა და ინდოეთში გაემგზავრა. ქვეყნის არმიის მეთაურმა, ვაკერ-უზ-ზამანმა დროებითი მთავრობის შექმნა გამოაცხადა.

შეიხ ჰასინას გადადგომა მრავალათასიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელიც ივლისში სტუდენტების მშვიდობიანი პროტესტით დაიწყო. ისინი, თავდაპირველად, საჯარო სამსახურში კვოტების გაუქმებას მოითხოვდნენ, შემდეგ კი მათი პროტესტი პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო მოძრაობასა და არეულობაში გადაიზარდა. საერთო ჯამში, ივლისის შემდეგ, საპროტესტო აქციებს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს