ქალაქ ბათუმში გარე რეკლამის განთავსების 10 წლიანი ექსკლუზიური უფლება საქართველოში ყველაზე მსხვილმა სარეკლამო კომპანიამ - შპს „ალმამ“ მოიპოვა

ქალაქ ბათუმში გარე რეკლამის განთავსების 10 წლიანი ექსკლუზიური უფლება საქართველოში ყველაზე მსხვილმა სარეკლამო კომპანიამ - შპს „ალმამ“ მოიპოვა.

გუშინ, 5 აგვისტოს დასრულდა გარე რეკლამების განთავსებაზე 10-წლიანი უფლების მოპოვებაზე ელექტრონული აუქციონი, რომლის გამარჯვებულიც ალმა გახდა.

„ალმას ისტორიაში დღეს ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი დაიწერა. ქალაქ ბათუმის გარე-რეკლამის აუქციონში გამარჯვებამ ჩვენი კომპანი განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ჩვენი გუნდის დაუღალავმა შრომამ, მიზანდასახულობამ და ყოველდღიურმა ძალისხმევამ განაპირობა ასეთი მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. ბათუმში გარე-რეკლამის ექსკლუზიური უფლების ქონა საგრძნობლად გაამდიდრებს ალმას სარეკლამო პორტფელს და საშუალებას მოგვცემს ჩვენს პარტნიორებს კიდევ უფრო მეტად სრულფასოვანი მომსახურება შევთავაზოთ“ - განაცხადა გიორგი ტრაპაიძემ "ალმას" გენერალურმა დირექტორმა.

"ალმა” წამყვანი სარეკლამო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. კომპანიას გარე რეკლამის მიმართულებით 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ გარე რეკლამის ინდუსტრიაში უნიკალური ადგილი დაიკავა. ინოვაციისა და ცვლილებისკენ სწრაფვა კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. კომპანიამ წლების მანძილზე შეძლო, შეექმნა პროდუქციის და სერვისების ისეთი მრავალფეროვნება, რომელიც თანაბარი წარმატებით მოერგებოდა სხვადასხვა სექტორში არსებულ ორგანიზაციებს.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება