მესტიის მაგისტრ სასამართლოში ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული პროცესი ჩატარდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობას აგრძელებს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, სწორედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციისათვის, 2 აგვისტოს მესტიის მაგისტრ სასამართლოში ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა.

მათივე ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ.

„ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პროექტის განხორციელებას სვანეთში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თავისი იდეითა და არსით სვანურ ტრადიციულ სამართალთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ორივე შემთხვევაში, მართლმსაჯულებას რიგითი მოქალაქეები ახორციელებენ.

იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც ადვოკატებთან ერთად ადგილობრივი უხუცესები, როგორც ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობდნენ, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

ღონისძიების ფარგლებში, მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში კონფერენციაც გაიმართა, თემაზე: "ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და სვანური ტრადიციული სამართალი".

ადვოკატთა ასოციაცია საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების მიმართულებით მომავალშიც არაერთ პროექტს განახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება