გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბაკურიანის „საზაფხულო ბანაკში“ ახალგაზრდებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ბაკურიანის „საზაფხულო ბანაკში“ ახალგაზრდებს შეხვდნენ და დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ბანაკის მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ახალგაზრდები „საზაფხულო ბანაკში“ ესწრებიან ტრენინგებს ეფექტური კომუნიკაციის, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის, პროექტების წერის, ციფრული უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ.

გარდა შემეცნებითი აქტივობებისა, ისინი ჩართულები არიან სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობებშიც.

პროექტის მიზანი თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაა.

ბანაკი კონკურსის წესით შერჩეულ 16-დან 20 წლის ასაკის 150 ახალგაზრდას, სამ ნაკადად მასპინძლობს.

პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით მესამე წელია ხორციელდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მერია ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება