"ჰეზბოლას" ლიდერი - ჩვენი პასუხი იქნება ძლიერი, ეფექტიანი და ქმედითი

"ჰეზბოლა" მისი ერთ-ერთი მეთაურის მკვლელობისთვის ისრაელის მიმართ მკაცრი პასუხით იმუქრება.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას სიტყვებზე დაყრდნობით არვცელებს.

ნასრალას თქმით, "ჰეზბოლა" შესაბამის მომენტს დაელოდება პასუხისთვის, მაგრამ მან დეტალები არ გაამხილა პასუხის დროზე ან ფორმაზე.

მან აღნიშნა, რომ ყველა საერთაშორისო ძალისხმევა, დაერწმუნებინათ "ჰეზბოლა" რომ შური არ ეძია, უშედეგო აღმოჩნდა.

“შედეგების მიუხედავად, წინააღმდეგობა საშუალებას არ მისცემს ისრალის ამ თავდასხმებს უშედეგოდ ჩაიაროს… ჩვენი პასუხი იქნება ძლიერი, ეფექტიანი და ქმედითი”, - განაცხადა ნასრალამ.

ცნობისთვის, 30 ივლისს ისრაელმა ლიბანის დედაქალაქი - ბეირუთი - დაბომბა, რასაც ჰესბოლას სამხედრო მეთაური ფუად შუქრი შეეწირა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს