ენტონი ბლინკენი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, "ჰამასის" ახალ ლიდერს, იაჰია სინვარს აქვს ძალაუფლება უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, ღაზაში ომის შეჩერება და მძევლების გათავისუფლება.

„ის იყო და რჩება გადაწყვეტილების მთავარ მიმღებად, როდესაც საქმე ეხება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გრძელდება და მისი მიღწევის მცდელობა დასკვნით ეტაპზეა, თუმცა ირანთან დაძაბულობა მას საფრთხეს უქმნის.

„მიგვაჩნია, არ არსებობს მიზეზი, რომ არ დასრულდეს, არ დასრულდეს სწრაფად. ნამდვილად დროა, რომ ყველა მონაწილე მხარემ დაასრულოს შეთანხმების მიღწევა“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ პოლიტიკური ბიუროს ახალ ხელმძღვანელად იაჰია სინვარი დაასახელა, რომელიც ამ თანამდებობაზე თეირანში მოკლულ ისმაილ ჰანიეს შეცვლის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს