გიორგი ვაშაძე - პატივს მივაგებ გმირებს, დიდი მადლობა მათ იმ თავგანწირვისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გამოიჩინეს

პატივს მივაგებ გმირებს, დიდი მადლობა მათ იმ თავგანწირვისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გამოიჩინეს, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო. ის დარწმუნებულია, რომ მალე საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირში გაწევრიანებას იზეიმებს.

„დარწმუნებული ვარ, უახლეს მომავალში ყველანი ერთად ვიზეიმებთ, როგორც ევროკავშირში წევრობას, რაც ჩვენი ქვეყნის ერის არჩევანია, ასევე ახლოს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი გმირების პატივსაცემად.

დიდება საქართველოს, დიდება მათ სახელებს, დიდება ჩვენს ერთიანობას. ძალა ერთობაშია და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს