თამარ კორძაია - დღევანდელი დღე და ამ გმირი ადამიანების საფლავზე მოსვლა მათი ხსოვნის პატივსაცემად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო

დღევანდელი დღე და ამ გმირი ადამიანების საფლავზე მოსვლა მათი ხსოვნის პატივსაცემად არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა.

მისი თქმით, ის 20%, რაც რუსეთს აქვს მიტაცებული, იმიტომ აქვს, რომ „ადამიანები იბრძოდნენ და ამის აქეთ არ გამოუშვეს“.

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ გმირი ადამიანების სიცოცხლის ფასად შეგვიძლია ჩვენ ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს დასავლეთის წევრი. სწორედ ამ ადამიანების და მათი გმირობის დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს ცოცხლები ვართ და რომ დღეს რუსეთი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ არის განლაგებული. ის 20%, რაც აქვს მიტაცებული, აქვს იმიტომ, რომ ადამიანები იბრძოდნენ და ამის აქეთ არ გამოუშვეს, მათი გმირობის დამსახურებაა სწორედ ეს და დასავლეთის, რომლებიც ჩვენი გმირი ბიჭების ბრძოლის პარალელურად ჩამოდიოდნენ თბილისში. ასევე, ამერიკული გემი შემოვიდა საქართველოში საქართველოს დასაცავად, ამიტომ ჩვენი გმირები, ამერიკელების და ევროპელების დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს გვაქვს სახელმწიფო“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია