გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მომავალი თაობების განათლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და მათ სამინისტროს სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ღონისძიებაზე სტუმრების წინაშე სიტყვით, ასევე, წარდგა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე მღებრიშვილიც.

„კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიის ფარგლებში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - „მაჩაბელი“ მოხალისე სტუდენტების, სპორტსმენებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება გაიმართა. მათ შესაბამისი პრიზები მინისტრის მოადგილემ და უნივერსიტეტის რექტორმა გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 245 კურსდამთავრებული ჰყავს.

კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი სოსიაშვილი, გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს