ლევან ბეჟაშვილი - გვინდა პატივი მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას, რომლებმაც თავგანწირვით საქართველოს მოუპოვეს მშვიდობა, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი

გვინდა პატივი მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას, რომლებმაც თავგანწირვით საქართველოს მოუპოვეს მშვიდობა, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ამავდროულად დღეს, საერთაშორისო საზოგადოება ბოდიშს უხდის საქართველოს 2008 წელს განვითარებული მოვლენების გამო და იმ შეფასებების გამო, რომელიც ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან იყო.

„დღეს მძიმე დღე არის იმდენად, რამდენადაც ჩვენმა გმირებმა პირადი თავგანწირვით საქართველოს მოუპოვეს მშვიდობა, დამოუკიდებლობა, ევროპული პერსპექტივა და მომავალი.

ამავდროულად დღეს, საერთაშორისო საზოგადოება ბოდიშს უხდის საქართველოს 2008 წელს განვითარებული მოვლენების გამო და იმ შეფასებების გამო, რომელიც ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან იყო. უკრაინის ამბებმა, ომმა დაადასტურა, რომ საქართველო 2008 წლის ომში იცავდა თავს, რუსეთი კი აგრესორია. დღეს ეს ყველაფერი ცნობილი არის საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დღეს ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას, რადგან მათ მოუპოვეს საქართველოს მშვიდობა, დამოუკიდებლობა და ევროპული პერსპექტივა შეუნარჩუნეს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება