ცოტნე ანანიძე - მიშა იბრძოდა არა საქართველოსთვის, არამედ ებრძოდა საქართველოს - სკამისთვის - ქართული ჯარი კი ყოველთვის იყო და არის საამაყო!

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, სააკაშვილი იბრძოდა არა ქვეყნისთვის, არამედ სკამისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა კი, ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ეროვნული პოლიტიკის გატარებაა".

„ვიცით, რუსეთი ოკუპანტია! პირადად მიშა, იბრძოდა არა საქართველოსთვის, არამედ ებრძოდა საქართველოს - სკამისთვის. ქართული ჯარი კი, საამაყო იყო ყოველთვის!

რთული გამოწვევების ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააძლიერა არაღიარების პოლიტიკა, მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნებით. ომის დამანგრეველი შედეგები ჩვენმა ქვეყანამ და მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის, ამიტომ, მშვიდობას და ეროვნულ პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნულია ცოტნე ანანიძის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს