გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტი განაგრძობს მუშაობას პოზიტიური მშობლობის პროგრამის განსახორციელებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტი განაგრძობს მუშაობას პოზიტიური მშობლობის პროგრამის განსახორციელებლად.

კერძოდ, განმარტავენ, რომ 2024 წლის 30 ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში უნივერსიტეტში მიმდინარეობდა ტრენინგი ქართველი ფსიქოლოგებისათვის, რომელსაც უძღვებოდა გერმანელი მეცნიერი ანდრეას ბოდემანი - დოქტორი, მწვავე კონფლიქტების, ონლაინ კონსულტაციისა და დიგიტალიზაციის სფეროს დოცენტი, ოჯახის თერაპევტი.

„პროგრამა შეიქმნა ოჯახის გაძლიერების მიზნით, გერმანული გამოცდილების საფუძველზე, ბერლინის ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტების მონაწილეობით. მისი მიზანია, დაეხმაროს მშობელს, რომელსაც სჭირდება პროფესიონალის მხარდაჭერა, ბავშვის აღზრდის პოზიტიური უნარების შესაძენად, ორ შემთხვევაში:

  1. პრევენცია, რომელიც გულისხმობს პრობლემის წარმოქმნისთანავე პროცესში პროფესიონალის ჩართვას, რათა პირდაპირი საფრთხე არ შეექმნას ბავშვის კეთილდღეობას, რაც, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ბავშვის ოჯახიდან განცალკევებას;
  2. რეინტეგრაცია, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს დახმარებას განცალკევებული ბავშვების ოჯახში დასაბრუნებლად, მშობლის გაძლიერებასა და შესაბამისი უნარების შეძენას, რათა მან ღირსეულად შეძლოს ოჯახში დაბრუნებულ ბავშვზე ზრუნვა.

პროგრამის საჭიროება გამოიკვეთა მტკიცებულებების საფუძველზე, პროექტის განხორციელებისას მუნიციპალიტეტებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს შორის მჭიდრო კოორდინაციის შედეგად.

2024 წელს დაგეგმილია პროექტის საპილოტედ განხორციელება. მასში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ასევე, ბოლნისის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები.

პროგრამა ხორციელდება საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით.

ექსპერტების, სპეციალისტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მიერ პოზიტიური მშობლობის პროგრამის პირველი განხილვა გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, 2024 წლის 24 აპრილს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს