ლევან ცუცქირიძე - საქართველოს თავისი ხანგრძლივი, საამაყო ისტორიის განმავლობაში ხან წაუგია რაღაც ბრძოლები, ბევრში გაუმარჯვია, მაგრამ არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა თავისუფლების დასაცავად

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ცუცქირიძე თანამებრძოლებთან ერთად დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე მივიდა, სადაც მათ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა მომენტი, როცა ქართველ ხალხს თვაისუფლებისთვის ბრძოლა შეუწყვეტია.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მოვედით ამ ადამიანებისთვის პატივის მისაგებად და მათი მსხვერპლის დასაფასებლად, რომელიც მათ სამშობლოს თავისუფლებისთვის გაიღეს. საქართველოს თავისი ხანგრძლივი, საამაყო ისტორიის განმავლობაში ხან წაუგია რაღაც ბრძოლები, ბევრში გაუმარჯვია, მაგრამ არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა თავისუფლების დასაცავად“, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება