ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - „ჰამასის“ ლიდერად იაჰია სინვარის არჩევა მსოფლიოსთვის მკაფიო სიგნალი უნდა იყოს, რომ პალესტინის საკითხს ახლა ირანი და „ჰამასი“ აკონტროლებს

„ჰამასის“ ლიდერად იაჰია სინვარის არჩევა მსოფლიოსთვის მკაფიო სიგნალი უნდა იყოს, რომ პალესტინის საკითხს ახლა ირანი და „ჰამასი“ აკონტროლებს, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„ღაზაში ისრაელის მოქმედების გარეშე, ტერიტორია მთლიანად „ჰამასის“ კონტროლის ქვეშ იქნებოდა. იუდეასა და სამარიაში აბასისა და პალესტინის ადმინისტრაციის გადარჩენა, „ჰამასისა “ და „ისლამური ჯიჰადის“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელთაც მხარს ირანი უჭერს, ისრაელის ინტენსიური სამხედრო ოპერაციების შედეგად ხერხდება“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, გუშინ, „ჰამასმა“ პოლიტიკური ბიუროს ახალ ხელმძღვანელად იაჰია სინვარი დაასახელა, რომელიც ამ თანამდებობაზე თეირანში მოკლულ ისმაილ ჰანიეს შეცვლის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს